Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის "ბ" და "ს" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "სსიპ -  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-9 მუხლის "ბ" ქვეპუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის 03.02.2011, №2008/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:


 
1. დამტკიცდეს სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე ახლადშემოერთებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ყოფილი სსიპ - "თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის"  და შპს _ "საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის") საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის საკითხი.


2. ყოფილი სსიპ - "თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის":


ა) IV კურსის სტუდენტებმა დაასრულონ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა თეუსუ-ის პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, თსუ-ს პროგრამის შესაბამისობის გათვალისწინებით და მიეცეთ არა უმეტეს 40 კრედიტის არჩევის შესაძლებლობა დამამთავრებელ სემესტრში;


ბ)  III კურსის სტუდენტებმა დაასრულონ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა თსუ-ს პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, თეუსუ-ის პროგრამის შესაბამისობის გათვალისწინებით და მიეცეთ შესაძლებლობა აირჩიონ სემესტრში არა უმეტეს 35 კრედიტისა;


გ) III-IV კურსის სტუდენტებს არაიურიდიული და უცხო ენის მოდულის მოთხოვნები ჩაეთვალოთ შესრულებულად თეუსუ-ის პროგრამის მოთხოვნების გათვალისწინებით;


დ)  III კურსის სტუდენტებს სავალდებულოდ ჩასაბარებელ საგნებად განესაზღვროთ:


1)    ქართული სამართლის ისტორია;
2)    ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები;
3)    კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები;
4)    შესავალი სამართალმცოდნეობაში.


ე) I და II კურსის სტუდენტებმა დაასრულონ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა თსუ-ს პროგრამების მოთხოვნების გათვალისწინებით და მიეცეთ შესაძლებლობა აირჩიონ წელიწადში არა უმეტეს 65 კრედიტისა;

 

3. ყოფილი შპს _ "საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი"-დან გადმოსულმა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა საგნების თანხვედრის გამო მთლიანად დაასრულონ თსუ-ის პროგრამის მოთხოვნები; IV კურსის სტუდენტებს მიეცეთ არა უმეტეს 40 კრედიტის არჩევის შესაძლებლობა დამამთავრებელ სემესტრში; I, II და III კურსის სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა აირჩიონ წელიწადში არა უმეტეს 65 კრედიტისა;

 

4. ყოფილი სსიპ - "თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის"  და შპს _ "საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის" მაგისტრატურის სტუდენტები გადმოვიდნენ თსუ-ის სამართალმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე.

 

5. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

6. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი